შესაძლოა, რეჟიმს ბოლო საათებიც კი აქვს დარჩენილი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული - ნიკა მელია
ოპოზიციის აქციამ ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლა. ხელისუფლების ოპონენტები იქ აპირებენ, გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა
ჩემი თხოვნაა, არ უწოდოთ ,,ქართულ ოცნებას" ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი, რეჟიმი იძულებული გახდა, გაევრცელებინა კადრები. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, ეს რეჟიმი ბოლო დღეებს კი არა , შესაძლოა, ბოლო საათებს ითვლიდეს. ესაა რეჟიმი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ძალადობს. რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწოფო და ყველა ინსტიტუტი - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ნიკა მელია მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ შევიდნენ დაპირისპირებაში სამართალდამცველებთან, რადგან ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა.