ივანიშვილი და ფე-ეს-ბე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავენ - გიორგი კირთაძე
,,ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის, ინფორმაციით, ქვეყანაში დაპირისპირების ესკალაცია მხოლოდ ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებში შედის, ამიტომაც ოპოზიციამ ხელისუფლების გეგმებს მხოლოდ მშვიდობიანი, უწყვეტი და ხალხმრავალი პროტესტი უნდა დაუპირისპიროს.
ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამას ივანიშვილი და ფე-ეს-ბე-ს წარმომადგენლები გეგმავენ, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირებას, ამიტომაც მნიშვნელოვანია ხალხმრავალი, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი.
ივანიშვილი ვერ გაუძლებს ძალიან ბევრი ადამიანის ქუჩაში მშვიდობიან დგომას. ამას ვერ გაუძლო ვერც ერთმა დიქტატორმა და ამას ვერ გაუძლებს ივანიშვილიც.
მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად სკეპტიკოსთა დამოკიდებულებისა, ოპოზიცია სწორად იქცევა - ორგანიზებული, თანმიმდევრული, უწყვეტი პროტესტი. არავინ აპირებს სახლში შესვლას, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას. ამიტომ ბოლომდე ბრძოლა ქვეყნისთვის - განაცხადა აქციაზე გიორგი მკირთაძემ.
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, სუს-ის შენობის წინ, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ხმაურიანი შეძახილებით აპროტესტებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს და იმ კადრებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანაა ასახული.