აქციის მონაწილეებს ახლომდებარე კორპუსებიდან ქვებს ესვრიან, დაშავდა 2 ადამიანი
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, სუს-ის შენობის მიმდებარე კორპუსებიდან აქციის მონაწილეებს ქვებს უშენენ. შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო აქციის რამდენიმე მონაწილემ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
აქციაზე ვიდექი, ზემოდან ქვა ისროლეს და თავი გამიტყდა, სისხლი წამომოვიდა. სხვასაც დაეცა ქვის ნამტვრევი - განუცხადა ,,ტვ პირველს" აქციის მონაწილემ.
,,ენმ"-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ, მოპოვებული ნივთმტკიცება სამართალდამცველებს გადასცა და მათ მოუწოდა, აღნიშნული პროვოკაცია გამოიძიონ.
ოპოზიციის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" აგენტების პროვოკაციული ქმედების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.