"შეიძლება, გაითამაშა" - ვოლსკი რეანომობილში გადაღებულ კადრებზე
პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი, არ გამორიცხავს, მიხეილ სააკაშვილმა წინდაწინ იცოდა, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდათ. მმართველი გუნდის წევრის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილმა სცენარი შეგნებულად გაითამაშა, თითქოს ის დანიშნულების ადგილზე მოტყუებით მიიყვანეს.
ეს კადრები აუცილებლად გასასაჯაროებელი იყო, ვინაიდან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად, რომ არ იყო იქ თმებით თრევა, არ იყო მუშტი-კრივი. ვერ დაგიდასტურებთ იმას, რომ ის მოატყუეს, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, ვინაიდან არავინ იცის, რა გარემოება იყო იქ. რა უთხრეს, ეს შეიძლება, დათანხმდა და შემდეგ სწორედაც ეს გაითამაშა. ნუ გამორიცხავთ ნურაფერს, - თქვა ვოლსკიმ.
პენიტენციური სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეოკადრები გაასაჯაროა, რომელიც რეანომობილშია გადაღებული და ასახავს მესამე პრეზიდენტის საუბარს პენიტანციური სამსახურის თანამშრომლებთან. საუბრიდან ირკვევა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს და ის ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.