სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია - გურამ მაჭარაშვილი

11.11.21 17:27
სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ამბობს, რომ კადრებით, რომელიც იუსტიციის სამინინსტრო გაავრცელა, გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა სპეკულაცია იყო. მისი თქმით, აღნიშნული კადრები ასევე ცხადყოფს, რომ მესამე პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს. 

მისი შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია, ეს დადასტურდა და მეორე ის, რომ ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად აყენებს შეურაცხყოფას. ამ რადიკალური ოპოზიციის სიტყვას არ აქვს ფასი, ეს თავად იციან მათმა წევრებმაც. ეს ერთი და  მეორე, მითუმეტეს, ამ კადრების გავრცელების შემდეგ მე მგონი, რომ არანაირი საჭიროება ამ შემთხვევაში კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს, - თქვა მაჭარაშვილმა.  

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს ორი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობა  ხორციელდება. 

მსგავსი სიახლეები