ნიკა მელიას პროცესი სასამართლოში განახლდა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესი სასამართლოში განახლდა. დღევანდელ პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა.
მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილებაა. ნინო ჩახნაშვილმა ოპოზიციის ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გააძევა და სხდომებზე ამ დრომდე არ უშვებს.
პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამი მოწმე დაიკითხა. ნიკა მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ ჩვენებითაც მტკიცდება, რომ ოპოზიცონერი ლიდერის ბრალეულობა არ იკვეთება და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
3 პოლიციის თანამშრომელი იყო მოსული, არც ერთ მათგანს არაფერი არ უთქვამს ნიკა მელიასთან მიმართებით. იმდენად პარადოქსული სიტუაცია იყო, ერთ-ერთი დაზარალებულად არის ცნობილი და არც იცოდა, რომ დაზარალებული იყო - განაცხდა ადვოკატმა.