ოპოზიციის აქციები ხვალ ერთდროულად 2 ლოკაციაზე, დიდუბისა და 300 არაგველის მეტროსთან, 14 საათზე გაიმართება
,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, ოპოზიციის გეგმებზე ისუბრა. მისი ინფორმაციით, ხვალ აქციები დედაქალაქში ერთდროულად 2 ლოკაციაზე, დიდუბისა და სამასი არაგველის მეტროებთან, გაიმართება.
,,ამ ქვეყნის უკეთეს მომავლისთვის ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება" - აცხადებს ნიკა მელია.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი მწვავე, მაგრამ არაძალადობრივი პროტესტი შედეგს იღებს. ეს კი ამ რეჟიმის გეგმებში არ შედის. მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შუალედური ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი, რაც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დახსნას საპყრობილიდან, ამიტომაც მივესალმებით მის გადაწყვეტილებას, რომელიც ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ამოცანა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ამ რეჟიმის პროვოკაციაში ჩაყოლა.
ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რა გვინდა, ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, თუ რუსეთის გუბერნიის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება, არამედ, ეს არის ძღვენი პუტინთან.
არა უშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის, დიდი მოთმენითა და ხანგძლივი პროტესტით. ამიტომ გეგმა უცვლელია, ხვალ ჩვენ შევიკრიბებით ერთდროულად გეოგრაფიულად განსხვავებულ 2 ლოკაციაზე დედაქალაქში-300 არაგველის მეტროსთან და დიდუბის მეტროსთან დღის 14 საათზე. ამ ქვეყნის უკეთეს მომავლისთვის ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება - განაცხადა ნიკა მელიამ.