"რაღაცის ფობია" - "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი განმარტავს, რას კარგავს ქვეყანა აბასთუმნის თავზე "ცის ჩაკეტვით"

16.04.26 11:32
"რაღაცის ფობია" - "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი განმარტავს, რას კარგავს ქვეყანა აბასთუმნის თავზე "ცის ჩაკეტვით"

რას ნიშნავს აბასთუმნის თავზე "ცის ჩაკეტვა" ქვეყნისთვის? - "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა "პირველებთან" ამბობს, რომ დაგეგმილი საჰაერო ტრასების ცვლილება, ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ფინანსურ შედეგს მოუტანს. 

  • ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფრენაში საერთაშორისო ავიაკომპანიები ქვეყანას მილიონობით ლარს უხდიან, რომელიც ბიუჯეტში ირიცხება. 

დავით კოდუასთვვის საერთაშორისო ტრასების შეზღუდვის გადაწყვეტილება გაუგებარია. "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ავიაციის ინტერესს ნამდვილად არ წაადგება. 

"ვღაღაც ფობია", "აბსურდის თეატრში ვართ"- ასეთია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებლის პირველი შეფასება, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აბასთუმნის თავზე "ცა იკეტება". 

ბუჯეტში საჰაერო ნავიგაციას სერიოზული შემოსავლები აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთი დაკეტილია ევროპული ავიაკომპანიებისთვის, დაიკეტა სამხრეთიც და მხოლოდ ჩვენი კორიდორია დარჩენილი, რომლითაც სარგებლობს ევროპული და აზიური ავაიაკომპანიები. ამ კორიდორში გახშირდა მოძრაობა. სერიოზულად მოიმატა თვითმფრინავების ნაკადმა - ეს ფაქტი კი ძალიან კარგია საქართველოს მთავრობისთვის, რადგან დამატებითი შემოსავალია. 

ამ მანევრირების და ცვლილების აზრს ვერ ვხედავ - ეს ტრასა საქართველოს მხრიდან მაქსიმალური ინტერესებიდან გამომდინარე იყო დაგეგმილი. ის ევროკონტროლთან იყო შეთანხმებული და ყოველი დამატებითი ცვლილება შეიძლება იქვას, არის იმპროვიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ არის. ვის ინტერესებშია, ეს ჩემთვის გაუგაბერია. თუ ვიღაცას უშლის ხელს და ამის გამო ხდება, გამოდის აბსურდის თეატრში ვართ - რა შუაშია ცა, როცა ეს არის ზალიან მაღლა, ალტიტუდით ზღვის დონიდან და არამგონია, ვინმეს უშლისეს. ამას რაღაც ფობიას დავარქმევდი, შეშლით არავის შეუშლის"- თქვა კოდუამ.  

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა "ბიძინა ივანიშვილის ახირებაა". "ქართული ოცნების"  დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.