შეძრწუნებული ვარ ციხეში სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით - ვიოლა ფონ კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ევროპარლამენტარი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავთ ძალის გამოყენებით ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხის კლინიკაში.
შეძრწუნებული ვარ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. სავალალოა საქართველოს მთავრობის მიერ ამის ამსახველი ვიდეოების გავრცელება. საქმე სულ უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება. ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს", - წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა.