მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, გადაწყვიტონ, გადაგვყავს საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა - ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, მისი კალიუმის მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალ დონეზე აღენიშნებოდა და ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა.
პრეზიდენტის მდგომარეობა დღეს იყო უარესი, ვიდრე გუშინ. ერთ-ერთი მაჩვენებელი კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე იყო და შევძელით მისი აწევა, მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე, რადგან პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება. ასევე, პრობლემები აქვს წნევასთან, მაღალი წნევა ჰქონდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, გადაწყდეს მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი.
ასე გაგრძელება შეუძლებელია, მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს ექიმებს, კონსილიუმს და გადაწყვიტონ, რას ვუშვებით ჩვენს პრეზიდენტს, გადაგვყავს ის მაღალპროფილურ საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა - პრეზიდენტის მდგომარეობა დღეს იყო უარესი, ვიდრე გუშინ", - თქვა ყიფშიძემ.