ზელენსკიმ თქვა, რომ სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებს - ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

12.11.21 10:35
ზელენსკიმ თქვა, რომ სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებს - ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე მომღერალი და კინომსახიობი ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად ესაუბრა. მომღერალი კიევში სპეციალურად ჩავიდა. 

ბუბა კიკაბიძემ ზელენსკისგან პირობა მიიღო, რომ უკრაინის მოქალაქეს თავის ქვეყანაში დააბრუნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკითან აუდიენციის დეტალებზე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ისაუბრა. 

ზელენსკიმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მისმა ქვეყანამ ის უნდა დაიხსნას. მე და ზელენსკი დიდი ხნის ნაცნობები ვართ და  მეგობრული დიალოგი გვქონდა, - თქვა კიკაბიძემ გორდონთან საუბრისას. 

ბუბა კიკაბიძემ დიმიტრი გორდონს ასევე ქართველი ხალხის სახელით საქართველოში არ შეშვების გამო მოუბოდიშა. 

მსგავსი სიახლეები