პროტესტი თბილისში - ოპოზიცია დღეს აქციებს ორ ლოკაციაზე აანონსებს
თბილისში პროტესტი არ წყდება. ოპოზიცია დედაქალაქში დღეს საპროტესტო აქციას ორ ლოკაციაზე აანონსებს. ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები მეტროსადგურების სამასი არაგველის და დიდუბის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბებიან.
შეკრება 2 საათზეა დაგეგმილი, თუმცა დაანონსებულ ლოკაციებზე სამართლადამცველებმა მობილიზება უკვე დაიწყეს.