პოლონელი ევროპარლამენტარი საქართველოში - ანა ფოტიგა სალომე სამადაშვილს შეხვდა

12.11.21 11:05
პოლონელი ევროპარლამენტარი საქართველოში - ანა ფოტიგა სალომე სამადაშვილს შეხვდა

პოლონელი ევროდეპუტატი საქართველოშია. პირველი შეხვედრა ევროპელმა პარლამენტარმა სალომე სამადაშვილთან გამართა.  ფოტიგა პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩენსკის, მემორიალთან მივიდა და პატივი მიაგო.  ანა ფოტიგა გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება. 

რეალობა არის ის, რომ ჯერჯერობით არ აქვს ნებართვა სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის. ველოდები ხელისუფლებისგან, რომ უახლოეს წუთებში, უახლოეს საათებში ეს ნებართვა გაცემული იქნება, ეჭვი მეპარება, რომ "ქართულ ოცნებას" სჭირდება კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალი, რომ ხელცარიელი გააბრუნოს ევროპელი პოლიტიკოსები და არ მისცენ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა", - ამბობს სალომე  სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები