"ეს არა მარტო სააკაშვილის, არამედ ჩემი უფლებების დარღვევაცაა" - ლიზა იასკოს გლდანის ციხეში ისევ არ უშვებენ

12.11.21 11:15
"ეს არა მარტო სააკაშვილის, არამედ ჩემი უფლებების დარღვევაცაა" - ლიზა იასკოს გლდანის ციხეში ისევ არ უშვებენ

გლდანის ციხეში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, ცოტა ხნის წინ უკრაინელი დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდა. რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას უკვე მეოთხედ ცდილობს, თუმცა მას საპატიმროში არ უშვებენ.

იასკოს თქმით, პენიტენციური დაწესეულება მას გაურკვეველ დოკუმენტებს სთხოვს, რომლის წარდგენამდეც ციხეში შესვლის უფლებას არ აძლევს. 

მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ გლდანის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში. ამას ამბობენ უფლებადამცველები, ამას ამბობს სტრასბურგიც. დარღვევაა ისიც, რომ უკვე მეოთხე დღეა, დავდივარ ციხეში და მთხოვენ რაღაც გაურკვეველ დოკუმენტებს და ამ მიზეზით არ მიშვებენ მის სანახავად. ეს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ ჩემი უფლებების დარღვევაცაა, -თქვა იასკომ. 

მსგავსი სიახლეები