"ფანჯრის გაღებაზეც კი იწყება ხმაური" - ადვოკატი სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე

12.11.21 11:26
"ფანჯრის გაღებაზეც კი იწყება ხმაური" - ადვოკატი სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას იუსტიცის სამინისტრო დუმილით ხვდება. იუსტიციის მინისტრს, რატო ბრეგაძეს, ამ დრომდე არ უთქვამს, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, უწყების პოზიციის მოლოდინშია. მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამის გარდა, გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რაც არაადამიანურ მოპყრობასთან არის გათანაბრებული. 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს მაშინვე, როგორც კი სახელმწიფოს მხრიდან დაინახავს აღებული ვალდებულებების შესრულების სურვილს და ამის მიზანს და ბუნებრივია, ველოდებით ახლა, რა პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფოს ამ საქმესთან მიმართებაში. 
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უარეს, ვიდრე წინა დღეებში. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები უარესდება. 
პირობები, რომელშიც ის იმყოფება, არის ნორმალური, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი ოთახის ფანჯრები მიმართულია პატიმრების კორპუსისკენ, საიდანაც ნებისმიერ ისეთ ქმედებაზე, როგორიც არის ფანჯრის გამოღება, ფანჯრის გადაწევა, შუქის ანთება, იწყება-ხოლმე ხმაური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას უწევს ხელოვნური განათების პირობებში ყოფნა დღის განმავლობაშიც კი და მზის სინათლე მის ოთახში ვერ შედის, ეს შეიძლება, გათანაბრდეს არაადამიანურ მოპყრობასთან, -
ამბობს შოთა თუთბერიძე. 
 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ის მზად არის, სტრასბურგის მოთხოვნა გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, ოღონდ იმ პირობით, რომ მას სამკურნალოდ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მსგავსი სიახლეები