"ვფიქრობ, საწვავზე აქციზის გადასახადი უნდა გაუქმდეს საქართველოში" - გიორგი ვაშაძე

17.04.26 21:45
"ვფიქრობ, საწვავზე აქციზის გადასახადი უნდა გაუქმდეს საქართველოში" - გიორგი ვაშაძე

"ვფიქრობ, საწვავზე აქციზის გადასახადი უნდა გაუქმდეს საქართველოში" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საწვავი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ფასების ზრიდს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" აქციზის გადასახადი გააორმაგა, ამბობდა რომ ეს ფასების ზრდაზე აისახებოდა - "ზუსტად ასე მოხდა და ეს მოხდა ჰორმუზის სრუტემდე, ჰორმუზის სრუტეს რომ არ დააბრალონ ყველაფერი". 

ჯერ არ გვაქვს ამაზე ალიანსში კონსესუსი და შეთანხმება, შემდგომში ამაზე შევთანხმდით, რომ გვექნება გაგრძელება, საერთოდ ვფიქრობ, რომ აქციზის გადასახადი უნდა გაუქმდეს საქართველოშ საწვავზე იმიტომ, რომ 2017 წელს, როდესაც ["ქართულმა ოცნებამ"] აქციზის გადასახადი გააორმაგა, ჯერ კიდევ მაშინ მე და არა მარტო მე ვამბობდით, რომ ეს აისახება ფასების ზრდაზე იმიტომ, რომ ძვირდება ყველაფერი, საწვავი განაპირობებს, ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის ფასების ზრდის. სამწუხაროდ, ზუსტად ასე მოხდა და ეს მოხდა ჰორმუზის სრუტემდე, ჰორმუზის სრუტეს რომ არ დააბრალონ ყველაფერი, ხომ უყვართ გადაბრალება. მე გავანულებ [აქციზის გადასახადს]. მაგრამ ახალა ჩვენ ["ოპოზიციურ ალიანსს"] შეთანხმება გვაქვს განახევრებაზე, ამიტომ დაიდო კოალიციური შეთანხმება განახევრებასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე გავაგრძელებთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.