ზელენსკიმ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები საერთაშორისო ნორმების ფარგლებში უნდა იყოს დაცული.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული, იძულებითი ძალის გამოყენების დაუშვებლობას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის დედისა და ნათესავების შეხვედრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ითხოვა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების შესაძლებლობის განხილვა", - წერია განცხადებაში.