"იცნობდეთ ციხის ჯალათს, მილიციელ ჩიტოს!!", "რატი ბრეგაძე კლავს" - პოსტერები თბილისის ქუჩებში

12.11.21 11:36
"იცნობდეთ ციხის ჯალათს, მილიციელ ჩიტოს!!", "რატი ბრეგაძე კლავს" - პოსტერები თბილისის ქუჩებში

"იცნობდეთ ციხის ჯალათს, მილიციელ ჩიტოს!!", "გოგა ორდენიძე კლავს",  "რატი ბრეგაძე კლავს" - დედაქალაქი ქუჩები ამ შინაარსის პოსტერებით აჭრელდა. პლაკატებს ერთი მეორეს მიყოლებით  აკრავენ.

სამოქალაქო აქტივისტები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულმა იმ კადრებმა გააბრაზა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით და ძალის გამოყენებით გლდანიც ციხეში გადაჰყავთ.

"პირველები" სამოქალაქო აქტივისტებს მთავრობის კანცელარიასთან შეხვდა. მას შემდეგ, რაც მათ მედიას პლაკატების ნიმუში აჩვენეს, ადგილზე პოლიციელების მობილიზაცია გამოცხადდა. შსს-ს თანამშრომლებმა აქტივისტებს აღნიშნული პლაკატების გაკვრა აუკრძალეს, თუმცა მათ გამოსავალი მაინც მოძებნეს და პლაკატები სანაგვე ურნებში გააკრეს. 

პოლიციელებმა მომიწოდეს, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლება და გამოხატვის თავისუფლება უნდა შევზღუდო, ამიტომ გადმოვინაცვლეთ ნაგვის ურნებთან და გვიწევს აქ გაკვრა. მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი მაინც აქ არის, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

მსგავსი სიახლეები