ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ფოტიგა

12.11.21 11:53
ჩემი ვიზიტის  მთავარი მიზანია, მოვინახულო  საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა. ანა ფოტიგას თქმით, მას არ სურს, კომენტარი გააკეთოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებზე. 

 შეშფოთებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც სააკაშვილთან ხანგრძლივი თანამშრომლობა ჰქონდა. ჩემი ვიზიტის  მთავარი მიზანია, მოვინახულო  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხის საავადმყოფოში. მე უკვე ვითხოვე ვიზიტის ნებართვა და იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის, რადგან მე წინა წლებში ვეწვიე სხვა პატიმრებს და იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც გადაწყვეტილება იქნება დადებითი.

ვღელავ როგორც ადამიანი, რომლსაც ჰქონდა ხშირი კონტაქტი მასთან მისი პრეზიდენტობისას, როცა მე პოლონეთის ადმინისტრაციაში ვიყავი. ჩემი ვიზიტის მიზანია, გავიგო სიტუაციის დეტალები, გავიგო, თუა ჩემი დახმარების შესაძლებლობა. მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევაფასო სიტუაცია და იმედი მაქვს, ვიხილავ მიხეილ სააკაშვილს.

იმედი მაქვს, ქართველები შეძლებენ პოლიტიკური კონსესუსის მიღწევას, რადგან ბევრია დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებზე, გაერთიანდით საერთო მიზნების გარშემო, ეს სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა.

მსგავსი სიახლეები