ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია - ბათუმში "გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრი დააკავეს

12.11.21 12:18
ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია - ბათუმში "გირჩი - მეტი თავისუფლებას"  წევრი დააკავეს

ქვეყნის 6 ქალაქში სუს-ის შენობები ბლოკირებულია - აქცია-პერფორმანსი "გირჩი - მეტი თავისუფლებას" მიერაა ორგანიზებული. ბათუმში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი და ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, დააკავეს. დაკავებულია ასევე პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე.

ბათუმის გარდა ბლოკირება ხდება თბილისში, ქუთაისში,  რუსთავში, თელავსა და გორში.

 "გირჩი - მეტი თავისუფლება " ითხოვს:

1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

 

მსგავსი სიახლეები