ბლოკირებული სუს-ის შენობა - ავტომობილი, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე იჯდა, ევაკუატორით გაიყვანეს

12.11.21 12:43
ბლოკირებული სუს-ის შენობა - ავტომობილი, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე იჯდა,  ევაკუატორით გაიყვანეს

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინა, ტერიტორიიდან ევაკუტორით გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა მანქანაში მჯდარ ჯაფარიძეს თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა  ჯაფარიძე ადგილზე მივიდა და მანქანიდან არ გადმოსულა.ამის შემდეგ კი ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ის ავტომობილიანად   გადაიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები