ევაკუატორზე ვზივარ, ეხლა იპოდრომთან ჩავიარეთ, სად მივყავარ, არ ვიცი - ზურაბ ჯაფარიძე
ამ წუთებში "გირჩი -მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ევაკუატორით მანქანიანად გადაჰყავთ. ჯაფარიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სად მიჰყავთ ის.
საბურთალო გამომატარეს, ევაკუატორზე ვზივარ, ეხლა იპოდრომთან ჩავიარეთ,სად მივყავარ, არ ვიცი.
აქციის მიზანი იყო დემონსტრირება იმისა, რომ სინამდვილეში ძალიან პატარა ძალებითაც შესაძლებელია სისტემის პარალიზება. სისტემას, რომელიც ემსახურება უზურპატორ ხელისუფლებას, უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად განცდა, რომ ვერ გააგრძელებენ ქვეყნის მართვას ისე, თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.