სუს-ის შენობა ქუთაისშიც ბლოკირებულია

12.11.21 13:18
სუს-ის შენობა ქუთაისშიც ბლოკირებულია

ქუთაისში სუს-ის შენობის ბლოკირების გამო "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, იმედა კლდიაშვილის, მანქანა ევაკუატორით გადაიყვანეს. კლდიაშვილი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილიდან არ გამოვიდა. ადგილზე მანქანების გაყვანის ოპერაციას იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, თემურ კალანდაძე, ხელმძღვანელობს. 

"გირჩი - მეტი თავისუფლებამ " სუს-ის შენობების ბლოკირება 6 ქალაქში მოახდინა. 

 "გირჩი - მეტი თავისუფლება " ითხოვს:

1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

 

 

მსგავსი სიახლეები