“ფედერალისტები“ “ქართულ ოცნებას“ პასუხობენ
“ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, “ოცნებას“ პასუხობს. ჩერგოლეიშვილის თქმით, მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით არაფერი იცვლება, რადგან მათი პოზიცია ყოველთვის იყო უცვლელი - “ვიდრე ერთი პარტია მაინც იქნებოდა აკრძალული, ამას პოლიტიკური პროცესის მკვლელობად მიიჩნევდნენ და მსგასვ პროცესში არ შედიოდნენ.“
ჩვენთვის არაფერი იცვლება, სამი იქნებოდა, შვიდი, ჩვენც დავემატებოდით თუ არა, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
“ფედერალისტებისთვის“ ამით არაფერი იცვლება, ჩვენ, ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში, როდესაც სხვა პარტიებს დაუპირეს აკრძალვა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პარტიებთან, სანამ რეჟიმის მიერ ერთი პარტია მაინც აკრძალული, ამას ვიღებთ პოლიტიკური პროცესის მკვლელობად და ჩვენ არ შევდივართ ასეთ პროცესში, ამიტომ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, სამი იქნებოდა, შვიდი, ჩვენც დავემატებოდით თუ არ, ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესი ასეთ პირობებში არ არსებობდა და შესაბამისად, არანაირ ფორმალურ პროცესებში ჩვენ არანაირ მონაწილეობას არ მივიღებდით, იქნებოდა ეს არჩევნები, კომისიები და სხვა რამ, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.
პაპუაშვილის თქმით, უკან გამოითხოვენ ძველ სარჩელს და ახალ სარჩელში პარტია „ფედერალისტებს“ დაამატებენ.