ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

19.10.26 15:18
ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ცოლის და, ადვოკატი ნათია თამაზაშვილი ამბობს, რომ მას "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადება არ მოუსმენია, სადაც ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელების დაპატიმრების შესახებ "წუხილი" გამოთქვა. 

ნათია თამაზაშვილის თქმით, ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ იცის.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე ან შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მსჯელობს და შესაბამისად საქმე ამ მიმართულებით არ მიდის. 

სიმართლე გითხრათ [ირაკლი კობახიძის განცხადება] არ მომისმენია და ვერ გავაკეთებ შეფასებას. [ბიძინს ივანიშვილის პოზიცია] არ მომისმენია და არ მიყურებია, ვერ გეტყვით. [საპროცესოსოთან დაკავშირებით მსჯელოვა] არ დაგვიწყია. [შეწყალებას ხომ არ ითხოვს ღარიბაშვილი? - ჟურნალისტი] ამ მიმართულებითაც არ გვქონია არანაირი, ასე ვთქვათ, მსჯელობა და ვერაფერს ვერ დაგიზუსტებთ და ვერაფერს ვერ გეტყვით"- თქვა თამაზაშვილმა. 

ასევე ნახეთ: 

 მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.