მიხეილ სააკაშვილს მისი ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი, ხვდება

12.11.21 13:24
მიხეილ სააკაშვილს მისი ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი, ხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისი ამერიკელი ადვოკატი ხვდება. გლდანის ციხეში ჯონ სენდვიჯი ცოტა ხნის წინ შეუშვეს. უფლებადამცველი მედიასთან კომენტარს, სავარაუდოდ, საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკთებს. 

მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ელოდება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, რომელიც თბილისში საგანგებოდ მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ჩამოვიდა.

პატიმარ პრეზიდენტთან შეხვედრას უკვე მე-4 დღეა, ითხოვს უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკოც. 

 

მსგავსი სიახლეები