პროცესების სერია საქალაქო სასამართლოში - სუს-თან საპროტესტო აქციაზე დაკავებულები განაჩენის მოლოდინში არიან
პროცესების სერია საქალაქო სასამართლოში - პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველზე დაკავებული პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 16 მათგანი მოსამართლემ 2 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა.
მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოსამართლეს ვიდეოკადრები წარუდგინეს, საიდანაც ჩანს, რომ მათი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ის მათ მაინც შაბლონურად 2 ათასი ლარით აჯარიმებს.
ჩვენი დაკავება მოხდა ზუსტად პუტინის რუსეთის მეთოდებით, როცა მშვიდობიანი მოქალაქეებს არაფრის გამო აკავებენ, როგორც კი გამოგვიშვებენ, იქნება ეს დღეს, თუ ორი კვირის მერე, იმ წამსვე გავალთ ისევ აქციაზე და გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, - ამბობს ენმ-ს თბილისის საკრეულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ რამდენიმე დღის წინ სუს-ის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა.