მხდალ, მშიშარა რატი ბრეგაძეს ხმა მივაწვდინოთ - ლევან ხაბეიშვილი

12.11.21 14:30
მხდალ, მშიშარა რატი ბრეგაძეს ხმა მივაწვდინოთ - ლევან ხაბეიშვილი

მეტრო 300 არაგველთან ოპოზიციის აქცია დასრულდა. ენმ"-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, მოუწოდა  მონაწილეებს, გადაინაცვლონ იუსტიციის სამინისტროსთან და იქ გააპროტესტონ ის უკანონობა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ ხდება.

ძალიან მშვიდობიანად, წყნარად, ისე, რომ არ მივცეთ პროვოკაციის საშუალება ,,რუსულ ოცნებას", მივემართებით იმ უწყებისკენ, რომლის სამართლებრივი მოვალეობაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი გადაყვანა მულტიფუნქციურ საავადმყოფოში და რომელიც ამ დღეების განმავლობაში ფაქტიურად ,,გრუ"-ს აგენტად. აქედან მივდივართ ისუტიციის სამინისტროსთან. მშისარა, მხდალ რატი ბრეგაძეს ხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას, ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა - განაცხადა აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები