იუსტიციის მინისტრი არის ჩვეულებრივი მონა, რა უნდა ვითხოვოთ მისგან? - გიორგი ბოტკოველი
დედაქალაქში პროტესტი არ წყდება. ოპოზიციის ხმა ახლა თბილისის რამდენი უბანში ისმის. ქუჩაში გამოსული ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობებს იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსებთან მართავენ. არაერთი პროვოკაციის და დევნის მიუხედავად ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ასე ცდილობს, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას.
რა უნდა მოვითხოვოთ იუსტიციის მინისტრისგან? ეს არის ჩვეულებრივი მონა ივანიშვილის, გუშინ კაცობაზე გვესაუბრებოდა ერთ-ერთი სახელისუფლებო მედიის ეთერიდან. რა კაცობაზე გველაპარაკება, როცა ასე ბრმად რუსულ დავალებებს ასრულებს. არ იაზრებს, რას აკეთებს და მთავარ მწამებლად მოგვევლინა.
ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ეს არის არც პირველი, არც უკანასკნელი დღე პროტესტის. - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. - აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი გიორგი ბოტკოველი.
იუსტიციის სამინსიტროსთან სამართალდამცველთა მობილიზებაა. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. ისინი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. ,,ენმ" ლიდერები, ზაალ უდუმაშვილი და ხატია დეკანოიძე, მინსიტრ ეკა ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ
რატომ დუმს ეკა ტიკარაძე, რატომ ჰყავთ გადამალული? მისი ვალდებულებაა, იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს ქალბატონი მინისტრი გუშინდელ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ეპყრობიან არა მარტო პატიმარ, არამედ პაციენტ სააკაშვილს. - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
აქციის ორივე ლოკაციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.