"კობახიძე ახლა არის ბიძინას ჩერნობილი" - ნიკა გვარამია
"კობახიძე ახლა არის ბიძინას ჩერნობილი" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს მხოლოდ თანამდებობიდან "მოხსნა აკმარა" - "ბიძინას დიდი სიყვარულით და სიმპატიით არ სარგებლობს".
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა "ტოქსიკურ სიყვარულს" შეადარა.
კობახიძე ბიძინასთვის გახდა უმძიმესი ტვირთი, კობახიძე ახლა არის ბიძინას ჩერნობილი. თუ ეს [მოხსნა] აკმარა კარგი იქნება. კობახიძე არ არის ბიძინას ოჯახის წევრი და მეტიც, არც ბიძინას დიდი სიყვარულით და სიმპატიით არ სარგებლობს. ეს ჩანს, ითხოვს ვითარება, რომ ეს კაცი მოხსნილი იყოს და მას დაბრალდეს ყევლაფერი.
კალაძეს და ბიძინას ურთიერთობა ტოქსიკური სიყვარულივით არის, ხან დაახლოვდებიან, ხან სიძულვილია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.