ჯაფარიძე სუს-თან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის, 200 ლარით დააჯარიმეს
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. მანამდე კი ჯაფარიძე სუს-ის შენობიდან მანქანიანად საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ჯაფარიძის თქმით, პოლიციელებმა განუმარტეს, რომ გარდა ჯარიმისა, საქმე დაუმორჩილებლობის მუხლითაც დაიწყო.
დამაჯარიმეს 200 ლარით, სავალი ნაწილის გადაკეტისთვის, თუ რაღაც ეგეთი. გარდა ამისა, 173-ე მუხლითაა საქმე აღძრული დაუმორჩილებლობაზეო, ოღონდ რას არ დავემორჩილე, არ ვიცი იმიტომ, რომ არ გამიგია მათი არანაირი ბრძანება, მანქანაში ვიჯექი და მანქანა არის გადაყვანილი საჯარიმოზე და ამაზე იქნება ალბათ ჯარიმა გადასახდელი კიდევ", - თქვა ჯაფარიძემ.
დღეს ერთდროულად 6 ქალაქში "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს.