"ეს არ არის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, ეს არის ციხე" - სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

12.11.21 15:14
"ეს არ არის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, ეს არის ციხე" - სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა გლდანის N 18 -ე პენიტენციურ  დაწესებულებაში არც უსაფრთხოების და არც სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ჯონ სენდვიჯმა ასევე შეახსენა  საქართველოს ხელისუფლებას, რომ  საერთაშორისო სამართლის მიხედვით მათ პატიმარზე ზრუნვა ევალებათ. 

სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება რამდენად უსაფრთხოა მისი ამ დაწესებულებაში გაჩერება. ეს არ არის ის დაწესეულება, სადაც ვინმეს უსაფრთხოება დაცული იქნება, განსაკუთრებით კი ყოფილი პრეზიდენტის. ამ დაწესებულებაშ ვერ დაიცავ ექსპრეზიდენტს, რადგან ამ დაწესებულებაში არიან მსჯავრდებულები, რომლებიც მისი მმართველობის დროს იდევნებოდნენ. ასევე პირდაპირ იგრძნობა, რომ სხვა პატიმრებს ამ ციხეში ძალიან დიდი გავლენები აქვთ. მე ვნახე ვიდეოები, რომლებიც გასაჯაროვდა  და ეს ძალიან ცუდია. მე არ ვამბობ, რომ მას რაიმე განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, თუმცა ის ექსპრეზიდენტია. ვფიქრობ, რომ სტრასბურგმა მთავრობა გააფრთხილა, რომ დაიცვან მისი უსაფრთხოება და მისცენ ადექვატური ჯანდაცვის შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო ამ მოწოდებას გაითვალისწინებს. ეს არ არის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, ეს არის ციხე, - განაცხადა ადვოკატმა.    

ჯონ სენდვიჯმა მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა.  იურისტი ამ დროისათვის სახალხო დაამცველთან შეხვედრას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები