მდინარაძეს ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიანიჭეს

21.04.26 15:36
მდინარაძეს ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიანიჭეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა - ირაკლი კობახიძის მორიგი განკარგულება 20 აპრილით თარიღდება. 

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია განკარგულებაში.

მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა - 9 აპრილს მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ბრძანებით,  სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.

  • 2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიენიჭა.
  • 23 ოქტომბერს - „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება;
  • 25 დეკემბერს - „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“;
  • 26 დეკემბერს - „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“;
  • 9 მარტს - „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“
  • 9 აპრილს - „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.