დაპირისპირება იუსტიციის სამინისტროსთან - ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიცია მინისტრთან არ უშვებს
დაპირისპირებაა ამ წუთებში იუსტიციის სამინსიტროსთან. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრ რატი ბრეგაძესთან შესვლას ითხოვენ.
პოლიცია დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
დეპუტატებს კითხვები აქვთ გუშინ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანას ასახავს.
ოპოზიციის ლიდერებს აინტერესებთთ, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული ვიდეოს საჯაროდ გავრცელება.