ცნობილია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა
წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ, 28 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი" - წერია განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.