პერსონალური სანქციები, რომელსაც ორბანი ბლოკავდა, დღის წესრიგში ბრუნდება - გზავნილები "ოცნებას" ლუქსმებურგიდან

21.04.26 20:24
პერსონალური სანქციები, რომელსაც ორბანი ბლოკავდა, დღის წესრიგში ბრუნდება - გზავნილები "ოცნებას" ლუქსმებურგიდან

ევროკავშირში საქართველოს საკითხზე ზეწოლა ძლიერდება — პერსონალური სანქციების თემა კვლავ აქტიურდება და შესაძლოა, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს შეეხოს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ დღეს ლუქსემბურგიდან მკაფიო პოლიტიკური სიგნალი მიიღო. პერსონალური სანქციები, რომელთა დაწესებასაც მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა, კვლავ დღის წესრიგში ბრუნდება.

ევროკომისიის წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციის დევნა და მედიის შეზღუდვა უპასუხოდ არ დარჩება. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, სადაც სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. დიპლომატიური წყაროების მიხედვით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მხარდაჭერა ევროკავშირის მაღალჩინოსნებში იზრდება. ბალტიის ქვეყნებმა უკვე ღიად გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ პერსონალური სანქციების დაწესებას.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი, აცხადებს, რომ ევროკავშირმა რეაგირება დააგვიანა და საჭიროა, სწრაფად ამოქმედდეს დამატებითი ზომები ივანიშვილის გარემოცვის წინააღმდეგ. მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, ევროკავშირს შესაძლოა მოუწიოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების გადახედვაც, რაც ქვეყნისთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები