ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა - "ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის
„ეკონომისტის“ ანალიტიკური დანაყოფის მიერ გამოქვეყნებული დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 5 პოზიციით ჩამოქვეითდა და იმ ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც დემოკრატიული მდგომარეობა ყველაზე მეტად ან სწრაფად გაუარესდა. ამ ჯგუფში ასევე შედიან პაკისტანი, ფილიპინები და ნეპალი.
ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის — ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ დევნა და პოლიტიკური შურისძიების ნიშნები.
რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ქულა 4.36-მდე შემცირდა. ქვეყანა კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიაში რჩება, თუმცა ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, საქართველო ავტორიტარული მმართველობის ჯგუფს კიდევ უფრო მიუახლოვდეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.