საქართველო დღეს იმართება ერთი ახირებული ბერიკაცის შიშებით და პარანოიებით - დათუნაშვილი
მდინარაძე, სინამდვილეში, აღმოჩნდა იქ, სადაც მას ადგილი გაუმწესა ბატონმა ივანიშვილმა, - ასე აფასებს სამთავრობო ცვლილებ "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი. ოპოზიციონერის თქმით, ძალოვან სტრუქტურებში ხშირი გადაადგილებები და „კარუსელი“ სამინისტროებს შორის მმართველობის არასტაბილურობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ერთი პირის პოლიტიკურ განწყობებსა და შეფასებებზე.
ქვიშის კარიერის გენერალი სიმუსი აღმოჩნდა რამდენიმე საათიანი ფუტლიარი. მდინარაძე, სინამდვილეში, აღმოჩნდა იქ, სადაც მას ადგილი გაუმწესა ბატონმა ივანიშვილმა. ძალოვან სტრუქტურებში ასეთი ხშირი ცვლილებები,ასეთი ხშირი გადაადგილებები, ე.წ. კარუსელი სამინისტროებს შორის, მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველო დღეს იმართება ერთი ახირებული ბერიკაცის შიშებით, პარანოიებით, გაბრაზებებით , იმიტომ, რომ ამდენი ცვლილება ნიშნავს, რომ ივანიშვილი არ არის მყარი, არ არის სტაბილური, ვერ აფასებს სიტუაციას სწორად და სრულფასოვნადდა აზრს იცვლის იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო მეტ ამბავს მიიტანს მასთან იმის შესახებ, თუ ვინ რას აკეთებს.
მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება წინა ხაზს, დაუბრუნდება მაიმუნობას ტელეკამარებთან, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება - ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.