მშვიდობიანი აქციები და ჩემი შიმშილობა გაგარძელდება, სანამ... - ელენე ხოშტარია

12.11.21 16:36
მშვიდობიანი აქციები და ჩემი შიმშილობა გაგარძელდება, სანამ... - ელენე ხოშტარია

,,დროას" ლიდერი, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. ელენე ხოშტარია აცხადებს,რომ მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვის პროცესში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, საპროტესტო აქციები და მისი შიმშილობაც გაგრძელდება, სანამ არ იქნება გარანტირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება.

უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის , ასეთი კრიზისის დროს ჩვენი ევროპარლამენტარების, ჩვენი ევროპელი მეგობრების ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მით უმეტეს, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ის თავის დროზე თავად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მან იცის, რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის ბელორუსის, პუტინის რეჟიმი, იცის თავისუფლების ფასი. მსგავსი ადამიანების ჩართულობა დემოკრატიისთვის ბრძოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მომენტამდე არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, ვხედავთ, რომ სააკაშვილის უფლებები უხეშად ითელება, მისი ვერშესვლა ძალიან დიდი სკანდალი იქნება, 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ ჩვენ არ ვეგუებით და ვიბრძვით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად ააშენებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას. 

ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის თავისუფლების მოყვარე ადამიანების ბრძოლა. ამასთანავე, ყველას კარგად გვესმის, რომ გამოსავალი არ არის შესკდომაში, გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო შემოგვთავაზ სტრასბურგმა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხები არის მათი მონოტორინგის ქვეშ. ჩვენი პარტნიორები, ამერიკა, ევროპა, საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდესიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება, სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯი, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში. ეხლა ჯერი ,,ქართულ ოცნებაზეა", რომ ჩვენ უფრო მეტად არ გადავვარდეთ დაპირისპირების ჩიხში. მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, ჩემი შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ კონსტიტუციური სიცოცხლის უფლების დაბრუნებას - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები