შევეცდები ავხსნა, ივანიშვილის გადაწყვეტილება, რატომ გაუშვა თანამდებობიდან მდინარაძე - ბესელია
ასეთი კარიკატურული სიმულაცია, თან შეფუთო თანამდებობიდან გათავისუფლება ამაღლებულ პოზიციურ ამბად, თან ასე უშინაარსოდ გააკეთო, კრიტიკას ვერ უძლებს,- ასე აფასებს სამთავრობო ცვლილებებს “მართმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია.
ბესელიას თქმით, ვისაც ჰგონია, რომ მდინარაძე ამ გაადაწყვეტილებით დააწინაურეს, ძალიან ცდება.
ის გადაცემა “რეაქციაში“ ხსნის, რატომ გაუშვა თანამდებობიდან მდინარაძე ივანიშვილმა.
ვინ ფიქრობს, რომ ეს არის დაწინაურება? შევეცდები ავხსნა, რომ ეს ასე არ არის. როდესაც მდინარაძე სუს-ის უფროსად დაინიშნა, ვთქვი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რადგან ამ სამსახურის სპეციფიკას კარგად ვიცნობ. ამიტომ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, რატომ გაუშვა ამ თანამდებობიდან, მარტივად ასახსნელია, რადგან ეს სამსახური ზედმეტად შეუსაბამო იყო მისი შესაძლებლობებისთვის. არც სანდოობა არ ჰქონდა ივანიშვილს მდინარაძისადმი მაღალი, უბრალოდ , მაშინ კობახიძის ფაქტორმა იმუშვა,- განმარტავს ბესელია.
მისი თქმით, სამსახური, რომელიც მისთვის მოიფიქრეს არასერიოზულა და ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ მდინარაძისთვის ხავერდოვანი გადასვლის იმიტაცია შეექმნათ.
ახლა გეტყვით მოგონილ ახალ სამსახურზე, რომელიც სრულიად არასერიოზულია. თუ ეს იმისთვის არ არის გაკეთებული, რომ გადაფარო მდინარაძის მოხსნა, რატომ უნდა გჭირდებოდეს, ისედაც დამძიმებულ ინსტიტუციებში და ისედაც გაბერილ სახელმწიფო სტრუქტურაში, რომ მოიფიქრო ახალი სამსახური. ვერ მოუძებნეს მას ვერაფერი ვერსად და უნდა შექმნან ისეთი სტრუქტურა, რომელიც არასდროს ყოფილა.... კიდევ ერთი ახალი სამსახურის შექმნა, მაკოორდინირებელი ძალოვანი უწყებებისა, თან თურმე პარტიულ საქმესაც უნდა დაუბრუნდესო, ნიშნავს, რომ მდინარაძისთვის მოიფიქრეს ხავერდოვანი გადასვლის იმიტაცია რომ შეექმნათ,- ამბობს ბესელია.
მისივე თქმით, ივანიშვილი მდინარაძეს აღარ ენდობა და ის ვერც მართავდა უსაფრთხოების სამსახურს.