"[მდინარაძეს] დამამშვიდებელი პრიზი მისცეს" - "ოცნებსი" ყოფილი წევრი განმარტავს, რატომ არის სამთავრობო ცვლილებები "აბსურდული"

22.04.26 11:18
"[მდინარაძეს] დამამშვიდებელი პრიზი მისცეს" - "ოცნებსი" ყოფილი წევრი განმარტავს, რატომ არის სამთავრობო ცვლილებები "აბსურდული"

"აბსურდი და დამამშვიდებელი პრიზი" - ასე აფასებს პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ფუნდამენტური საკადრო გადაადგილებებისთვის, მათ შორის პრემიერის შესაძლო ცვლილებისთვის ემზადება.

6 წლიანი პერიოდი იმიტომ აქვს უშიშროების ხელმძღვანელს, რომ როგორც მინიმუმ, უნდა იყოს დამოუკიდებელი და გარანტიები უნდა ჰქონდეს და იმან კაპიტალურად უნდა იმუშაოს. აღმოჩდა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ერთი უშიშროების ხელმძღვანელი ციხეშია, მეორე დამალულია, სად არის არ ვიცით, მესამე კიდევ გადაიყვანეს ისეთ თანამდებობაზე, რასაც კონსტიტუციურად არ აქვს უნარი და უფლება, კოორდინაცია გაუწიოს იმ სტრუქტურებს, რომლის კოორდინაციაც დაავალეს, იმიტომ, რომ უშიშროება არის მთავრობიდან დამოუკიდებელი სტრუქტურა, ამიტომაც ეს აბსურდია, ეს არის დამამშვიდებელი პრიზი, ეტყობა. თუ ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია იყო საჭირო, არსებობს უშიშროების საბჭო, რომელშიც შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის კომპეტენციაც არ აქვთ, რომ ეს ასე გაეკეთებინათ ან უშიშროების საბჭოს მდივნობა მეტისმეტად დაბალი თანამდებობა იყო იმისთვის, რომ უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი გადმოეყვანათ. ანუ, ეს, ვფიქრობ, უბრალოდ, გადაფუთვაა რაღაცის, თორემ ფორმალურად, გამოდის, რომ მათი კონტროლიდან გადის გარკვეული სტრუქტურები და ნელ-ნელა, შესაბამისად, მგონია, რომ ემზადებიან უკვე ფუნდამენტური ცვლილებებისთვის მთავრობაში. ვვარაუდობ, რომ მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილებებიც დაიწყება, იმიტომ, რომ კომპტენეციის გარდა, ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ძირითად გამოწვევებს ვერ უმმკლავდებიან. მე არ ვიცი რა აქვს დაგეგმილი ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე ახალი ხაზი შეუქმნა, მათ შორის, თავისი შვილის მეშვეობით, რომელიც სულ სხვა რაღაცეებს ლაპარაკობს და ეს ძველი შემადგენლობა, რომელიც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული აგრესია და პოლარიზაცია შემოიტანეს ქართულ საზოგადოებაში, როგორც ჩანს, მათი დრო იწურება და რაღაც გადაადგილება ხდება, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ  გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ. 

მსგავსი სიახლეები