პროტესტი ბათუმში - პოლიციამ აქტივისტები გაიტაცა

12.11.21 17:23
პროტესტი ბათუმში - პოლიციამ აქტივისტები გაიტაცა

ბათუმში პოლიციამ აქტივისტები გაიტაცა. 2 აქტივისტი დღეს  სუს-ის შენობასთან  "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრების დაკავებას აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს და პრაქტიკულად გაიტაცეს. აქტივისტების  ადგილსამყოფელი უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბათუმში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-ის შენობის ბლოკირება სცადეს, რა დროსაც პარტიის  წევრი და ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, დააკავეს. დაკავებულია ასევე პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე.

 

მსგავსი სიახლეები