ხმაური შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან - შეკრებილებმა "გირჩის" წევრების დაკავება გააპროტესტეს
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან. ადგილზე შეკრებილებმა "გირჩის" წევრების დაკავება გააპროტესტეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ შენობასთან დგომის უფლება არ მისცეს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის გამო აკავებს.
"გირჩის" წევრები დღეს პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ და შენობის შესასვლელის ბლოკირება ავტომობილით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს პროტესტის გამოხტვის უფლება არ მისცეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შიდა ქართლის სუს-ის დეპარტამენტთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.