ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მადლობა პოლიციას - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მამუკა მდინარაძემსაგანგებო ბრიფინფინგზე განაცხადა, რომ წინა ხელსიუფლების დროს გათელილიღირსება პოლიციამ ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში აღიდგინა.
,,ოცნების" ლიდფერის ინფორმაციით, ხელისუფლებას და სამართალდამცველებს უმკაცრესი რეაგირება ექნებათ კანონისა და საზაოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს, საკუთარ მიზნებს იმ სამართალდამცველების ლანძღვის ფონზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება ნებისმიერ დროს უზრუნველჰყონ.
ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია იმ პირების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანების ჩაგვრისა და პოლიციის მუნდირის გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ.
დღეს ქართული პოლიცია დგას საქართველოს სამსახურში, ზრუნავს საკუთარი და უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ბუნებრივია, რომ მათ მოახერხეს, წინა ხელისუფლების პირობებში საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და შიშის ნაცვლად დღეს პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში პოლიციის დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამართალდამცველ ორგანოს წარმომადგენლებს, თვითოეულ პოლიციელს, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს, მოთმინებისთვის, მათი დაუღალავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება ექნება - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.