ეს ფსიქოლოგიური ტერორია, სააკაშვილთან შესვლისას პატიმრების ყვირილი და ხმაური მესმოდა - ლიზა იასკო
ეს ფსიქოლოგიური ტერორია - უკრაინის რადას დეპუტატი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ინახულა, აღნიშნავს, რომ საპყრობილეში შესვლისთანავე ისმის პატიმრების ყვირილი და ხმაური, ეს კი, ლიზა იაკოს აზრით, საქართველოსო მესამე პრეზიდენტზე ზემოქმედების მიზნით კეთდება.
უკრაინის უმაღლესი რადას წევრი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ხმას ამოიღებს და სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა არ შეუწყვეტია. მან თქვა,რომ შიმშილობას მხოლოდ ერთი პირობით შეწყვეტდა, თუ გადაიყვანდენენ სამოქალაქო კლინიკაში.
შიმშილობის 43-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ მეოთხე დღეს მომეცა მისი ნახვის შესაძლებლობა, თუმცა, როცა მასთან შევედი, ისმოდა პატიმრების ყვირილი და ხმაური. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ უნდა იყოს.
ჩვენმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული. ის ვიდეო კი, რაც გუშინ ვნახეთ, ნამდვილად უპრეცენდენტოა. ეს არ არის მარტო ქართველი ხალხის საქმე. უკრაინამაც და მსოფლიო თანამეგობრობამაც უნდა გაუსვას ხაზი, თუ რამდენად შემაშფოთებელია მათთვის ეს ყველაფერი - განაცხადა ლიზა იასკომ.