სანქციების დაწესება ერთადერთი გზაა, რომელიც ,,ოცნების" რეპრესიებს შეამცირებს - დევიდ კრამერი
ციხეში სააკაშვილის ცემისა და ძალადობის კადრების გავრცელების გამო შესაძლოა, ბიძინა ივანიშივილი და ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკული სანქციების სიაში მოხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, პირდაპირ ამბობს, რომ სანქციების დაწესება ერთადერთი გზაა, რომელიც ,,ქართული ოცნების" რეპრესიებს შეაჩერებს.
მიხეილ სააკაშვილის სასტიკ მოპყრობასა და აბსურდულ პიარკამპანიაზე მთელი პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებას" ეკისრება. მთავრობა უნდა გადადგეს, მაგრამ იმის მიუხედავად, რას მოიმოქმედებენ, მათ დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს. სანქცირებულთა სიის სათავეში ამჟამინდელი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი უფროსი, ბიძინა ივანიშვილი, უნდა იყვნენ. ეს უკანასკნელი ანადგურებს საქართველოს დემოკრატიას- სახელმწიფოს მიტაცება, კორუფცია სასამართლო სისტემაში და მოსკოვისკენ სვლა - აცხადებს დევიდ კრამერი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღაჩინოსანმა, დევიდ კრამერმა, აღნიშნული შინაარსის სტატია ამერიკულ ,,ბულვორკში" გამოაქვეყნა. ამ გამოცემის ინფორმაციებს კი ყველა გავლენიანი ამერიკელი დიპლომატი და მაღალჩინოსანი ეცნობა.