ასე მკურნაობა შეუძლებელია, ეს არ არის საავადმყოფო - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

13.11.21 09:53
ასე მკურნაობა შეუძლებელია, ეს არ არის საავადმყოფო - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით მისმა მკურნალმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, აქვს წნევების ცვალებადობა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მისი ჯანმრთელობისთვის.

მედიკოსი ამბობს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მკურნალობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ.

პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა, არაუშავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველდღე იქნება უარესი და უარესი ასე თუ გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც. დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა. არც შიმშილობას წყვეტს, მკურნალობაც არ მიმდინარეობს. ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და როგორ უნდა ველოდოთ რამე კარგ შედეგს, შეუძლებელია,  - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მსგავსი სიახლეები