ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას დღეს პარლამენტთან გამართავს

13.11.21 10:02
ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას დღეს პარლამენტთან გამართავს

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას დღეს პარლამენტის შენობასთან, 17:00 საათზე აანონსებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, რათა არსებული რეჟიმი ერთობლივი ძალისხმევით იქნეს დამარცხებული. მისი თქმით, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება მხოლოდ ხალხის უწყვეტი პროტესტით არის შესაძლებელი. 

ვარყიოთ რეჟიმი სანამ არ ჩამოინგრევა! საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას იწვევს ჩვენი გაუტეხელი, არაძალადობრივი, პროტესტი და წინააღმდეგობა. ამიტომ რა თქმა, უნდა ვაგრძელებთ. ხვალ, შაბათს 19:00 საათზე პარლამენტთან... გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში, - განაცხადა მელიამ.  

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მოპარული არჩევნების დაბრუნება.  

მსგავსი სიახლეები