ზვიად კუპრავას 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზვიად კუპრავას 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. საქმე ეხება სუს-თან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, სადაც სამართალდამცველებმა 46 ადამიანი დააკავეს.
2 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ: მურმან დუმბაძეს, ბესო გაზდელიანს, ხოლო ლაშა კომახიძეს 2200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. კიდევ ერთი ერთი დაკავებულის, ბონდო თედორაძის პროცესი კი 15 ნოემბრამდე გადაიდო.