გლდანის ციხეში არსებული რისკების შესახებ პატრიარქი ინფორმირებულია - გიული ალასანია უწმინდესს შეხვდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუსაძლის პირობებში ყოფნის შესახებ საქმის კურსშია საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. მიხეილ სააკაშვილის დედამ უწმინდესს პირისპირ ესაბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც მის შვილს გლდანის ციხეში ემუქრება.
შეხვედრას მეუფე შიო და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშილი ესწრებოდანენ. აუდიენციის დეტალებზე გაცემა "პიბელ ხაზში" ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა.
სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა საპატრიარქოს ის წერილი, რომლის დიდი ნაწილიც მეუფე ნიკოლოზის კრიტიკას შეეხებოდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშნწინ შედგა შეხვედრა საპატრიარქოში ქალბატონ გიულისა და პატრიარქს შორის, ოღონდ ამ შეხვედრას პირისპირ არ ჩაუვლია, მას ესწრებოდა შიო და შორენა და მიხეილ სააკაშილის თქმით, დედამისმა მოახერხა სრულად ჩაეყენებინა საქმის კურსშ პატრიარქი მისი ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ და იმ რისკების შესახებ, რაც გლდანის ციხეშ არსებობს მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით, - თქვა ხერხეულიძემ.
რას მოიმოქმედებს საპატრიარქო აღნიშნული შეხვედრის შემდეგ და რა როლი ექნება მას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაში, ჯერჯერობით უცნობია.